воскресенье, 29 июня 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

სასწავლო ტრენინგი ინტელის ძირითადი  სასწავლო  კურსი  ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება.  გავეცანით  რვა მოდულს.
     პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადიკურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
   ტრენინგის  მე- 7  დღეც საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
       ტრენინგის  მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების  ჩასმა. ვისწავლეთ იუთუბში ფაილის შექმნა.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემს  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.
      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთევან ცერაძეს,  ჩატარებულმა ტრენინგებმა ხელი შეუწყო თითოეული პედაგოგის პროფესიულიმ ცოდნის ამაღლებას.


Комментариев нет:

Отправить комментарий